დღევანდელი სწავლების პროცესში აუცილებელი გახდა,რომ სიღრმისეულად შეისწავლო თანამედროვე ტექნოლოგიები და აქტიურად გამოიყენო სასწავლო პროცესში.ამის საშუალება მომეცა ტრენინგით: :ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლოპროცესში. ტრენინგი გავიარე 2018 სასწავლო წლის
03.11-დან 19.11 -მდე, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იქნა ჩატარებული. შეხვედრებზე გავეცანით მრავალფეროვან საკითხს, გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს,განვიხილეთ და შევისწავლე რესურსის შექმნა, თამაშები, გავიარეთ შეფასების ფორმები, პროექტის შექმნა და სხვა საინტერესო მასალა. ტრენერი დიდი ყურადღებით, კომპეტენტურად და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. ძალიან მომეწონა ეს ტრენინგი, ბევრი რამ შემძინა. ვისწავლე საკუთარი ბლოგის, პორტფოლიოს შექმნა, ახლებურად გავიაზრე გაკვეთილის გეგმაში როგორ ჩამეშენებინა საჭირო რესურსი, თამაშები, ანიმაციები. ვისწავლე ვიდეო რგოლებისა და ხმის დაყენება. ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მჭირდებოდა ჩემი გაკვეთილისთვის. გარდა ამისა ვიმუშავეთ exselis პროგრამაში, ვისწავლე ელექტრონული ცხრილების შექმნა,გაილტვრა, სიების დალაგება,გამოთვლა გაანგარიშება. რა თქმა უნდა ყველაფერს , რაც ამ შეხვედრებზე ვისწავლე გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ჩემი გაკვეთილი გახდება საინტერესო, ხალისიანი, ცოცხალი და სტანდარტებზე დაფუძნებული. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ დიანა მიქაძეს და ამ ტრენინგის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და შრომატევადი სწავლებისათვის.შემდგომში აუცილებლად
დავრეგისტრირდები მსგავსი შინაარსის ტრენინგებზე.